a ჰიალურონის მჟავა კოლაგენით გელი 15მლ 1+1

41.00 

Description

ჰიალურონის მჟავა კოლაგენით საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაოჭებს, იცავს კანს ახალი ნაოჭების წარმოქმნისაგან, ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სახის ოვალს, კანის ფაქტურას და ფერს. პრეპარატი ამდიდრებს კანს კოლაგენით და ჰიალურონის მჟავით, რომლებიც არიან ჯანმრთელი კანის შეუცვლელი კომპონენტები.
კოლაგენი აუცილებელი კომპონენტია კანის სიმკვრივისთვის და ელასტიურობისთვის, ასაკის მატებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება კანში, რაც იწვევს კანის მოდუნებას და ნაოჭების წარმოქმნას, ამიტომ აუცილებელია ასაკის მატებასთან მისი გარედან მიწოდება რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანის სტრუქტურა.
პრეპარატში შემავალი ჰიალურონის მჟავა არეგულირებს კანში წყლოვან ბალანს, ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ქრება ნაოჭები, კანი გამოიყურება ახალგაზრდულად და ბრწყინავს, არ შეიგრძნობა კანის სიმშრალე. ჰიალურონის მჟავას ასევე აქვს კანის სწრაფი რეგერენერაციის უნარი რის გამოც ფართოდ გამოიყენება სახის კანზე გამონაყარისას,აკნეს და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი: პრეპარატის შეზელვამდე გაისუფთავეთ და ოდნავ დაინამეთ სახის კანი. შეიზილეთ მსუბუქი მასაჟის გამოყენებით რამდენიმე წვეთი მთლიან სახეზე, აქცენტი გააკეთეტ სახის დანაოჭებულ, და პრობლემურ ადგილებზე. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. არ ჩამოიბანოთ. არასასურველია რომ გამოიყენოთ უშუალოდ გარეთ ქუჩაში გასვლისას, განსაკუთრებით ცივ ამინდში. რეკომენდირებული კურსი არის ორი თვე.