არგანის ზეთი

34.90 

Description

არგანის ზეთი ერთერთი ყველაზე ძვირფასი ზეთია, რომელიც უნიკალურია თავისი მოქმედებით. ძალიან ცოტა თუა ისეთი მცენარეული ზეთი, რომელიც ასე ჰარმონიულად ერწყმის ჩვენს კანს. არგანის ზეთი ძალიან მსუბუქი და რბილი მოქმედებისაა და  განსხვავებით სხვა ეთერზეთებისგან იგი ყველაზე მგრძნობიარე კანსზეც კი გამოიყენება. ძალიან უხდება სახის კანს თვალის ირგვლივ და ტუჩის გარშემო.

არგანის ზეთი ასევე გამოიყენება თმის ძირებზე შესაზელად, იგი კვებავს და იცავს თმის ძირებს.

ძალიან კარგია ასევე ფრჩხილებისთვის როგორც აღმდგენი და მკვებავი საშუალება.

არგანის ზეთი იდეალურია დაზიანებული კანისთვის როგორც ძლიერი რეგენერაციის მქონე ზეთი, კარგია ასევე მზისგან დამწვარი კანისთვის.

გამოყენების წესები: დაიტანეთ არგანის ზეთი კანზე ან თმის ძირებზე, 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ან მოიშორეთ ხელსახოცის საშუაებით. ცოტაოდენი რაოდენობის დატანა თვალის გარშემო კანზე შეგიძლიათ ყოველ საღამოს.  ეფექტურია თუ დაიტოვებთ არგანის ზეთს თმაზე მთელი ღამის განმავლობაში და მხოლოდ დილით ჩამოიბანთ. თმაზე წასასმელად გამოიყენება 2-3-ჯერ კვირაში.

ხელის კანზე და ფრჩხილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე და რამდენჯერაც გინდათ.

არგანის ზეთის –

– შეამცირებს შეშუპებას თვალის ირგვლივ;

– ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს;

– უბრუნებს ჯანმრთელ სახეს დაზიანებულ თმას;

– აქვს თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო მოქმედება და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება;

– იდეალურია სახის მასაჟისთვის;

– აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებს;

–  ეფექტურად აძლიერებს მტვრევად და დაზიანებულ ფრჩხილებს.

არგანის ზეთს ასწლეულების მანძილზე იყენებდნენ მანდილოსნები როგორც კანის დამცავი, გამაახალგაზრდავებელი, მზისგან დამწვრობისაგან სამკურნალო საშუალებას.

არგანის ზეთი ყველა მაროკოელი ქალბატონის პარფიუმერიულ ჩანთაში დევს!