ბიოშამპუნი შეღებილი თმისთვის 250მლ

22.00 

Description

ახალი ინოვაციური ბიოშამპუნი ჰიალურონის მჟავის, მცენარეული ექსტრაქტების და მიკროელემენტების შემცველობით, დამზადებულია 100% -ით ნატურალურ კომპონენტებზე! არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. თმის მეზოთერაპია სახლის პირობებში
თმის მეზოთერაპია აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიურ კლინიკებში დაზიანებლი თმის სტრუქტურისა და ასევე თმის ცვენის სამკურნალოდ და იგი გულისხმობს თმის ძირებში ისეთი კოქტეილის შეყვანას, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და სხვადასხვა თმისთვის საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებს
ბიოშამპუნი სწორედაც რომ ისეთ მცენარეულ ექსტრაქტებზეა დამზადებლი, რომლებიც უხვად შეიცავენ ამ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს.
ბიოშამპუნი კვებავს და აჯანსაღებს თმის ძირებს, აჩერებს თმის ცვენას, ხელს უწყობს თმის ახალი ფოლიკულების განვითარებას, მასში შემავალი მცენარეული ზეთები უბრუნებენ თმას ბუნებრივ ბზინვარებას.
შემადგენლობა: გვირილას ექსტრაქტი, ჭინჭრის ექსტრაქტი, ლავანდას ექსტრაქტი, შტოშის ექსტრაქტი, საპონარიას ექსტრაქტი, ბაბუაწვერას ექსტრაქტი, მალვას ექსტრაქტი, სელის თესლის ექსტრაქტი, გრეიფრუტის ზეთი, სელის ზეთი, ილანგ-ილანგის ზეთი, მირის ზეთი, ნუშის ზეთი, ზღვის მარილი, აგარ-აგარი, სოიოს პროტეინი, აბრეშუმის პროტეინი, კერატინი, ჰიალურონის მჟავა.